მთავარი / მთავარი მოვლენები / ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ, ისნის, მთაწმინდის, დიდუბის, სამგორის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი ავრცელებს.

ისნის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახელების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების II მიკრორაიონის და ნავთლუღის დასახლების XIII ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, იაშვილის, ასათიანის და ქიქოძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10, მე-12 კილომეტრების, აკაკი ბელიაშვილის, დისევის, ლიუბლიანას, ბუხუას, ჩაჩავას და სპირიდონ კედიას ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, აფრიკის დასახლების, ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის, ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღის დას. II შესახვევის, რკინიგზის ჩიხის, კორნელი სანაძის II შესახვევის, ლუკა რაზიკაშვილის V შესახვევის, ჭიჭინაძის IV ჩიხის, ჭიჭინაძის ჩიხის, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ქიზიყის, ანდრია გუგუშვილის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, აკაკი ფაღავას, ლალაევა-ედიბერიძის, რევაზ მამისაშვილის, კორნელი სანაძის, ეკატერინე ბაღდავაძის, ნუგზარ საჯაიას, ენუქიძის, პაატა გუგუშვილის, გიორგი ოდიშელიძის, დიმიტრი ერმაკოვის, ზურაბ დობორჯგინიძის და ბესო ბერიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, მუხათგვერდის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მეფე ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაკვეთები), დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მცხოვრებლებს; 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ცაგარელის, მიცკევიჩის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს; 13:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

შემთხვევითი სიახლე

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს. „2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი …