მთავარი / მთავარი მოვლენები / ხვალ თბილისის 7 რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება
ხვალ თბილისის 7 რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება

ხვალ თბილისის 7 რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება

ხვალ თბილისის 7 რაიონის მოსახლეობა ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს. ინფორმაციას კომპანია “თელასი” ავრცელებს. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

სამგორის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორიაონის მაცხოვრებლებს.11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 X კვარტლის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 09 საათიდან 10 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის ქუჩის მაცხოვრებლებს.10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელი-ციციშვილის, ბახტრიონის და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და იყალთოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, წყნეთის გზატეცილის, წყნეთის ხევის, ლეოპოლდ ბილფელდის, თაყაიშვილის, გაბაშვილის, შოვის, ყიფშიძის, ფალიაშვილის, ლევან მიქელაძის, არაყიშვილის, ნინო რამიშვილის, თაქთაქიშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, მოსაშვილის, წყნეთის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.17 საათიდან 19 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ნინო რამიშვილის და ყიფშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და ალექსანდრე ბარამიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 13:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, მირცხულავას, აგლაძის და წყალტუბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ფორე მოსულიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.” – აცხადებენ კომპანიაში.

შემთხვევითი სიახლე

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს. „2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი …