მთავარი / საქართველო / ხვალ საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
ხვალ საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

ხვალ საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

სინოპტიკოსების ცნობით, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება.

„27 სექტემბერს საღამოდან 29 სექტემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ელჭექი, წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი. მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

წყარო: imedinews

შემთხვევითი სიახლე

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

1 კარი როცა იხურება, 100 სხვა იღება, — ასე გამოეხმაურა ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პუტინის …