მთავარი / თბილისი / ხვალ დიდუბის რაიონის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება

ხვალ დიდუბის რაიონის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება

დიდუბის რაიონის რამდენიმე ქუჩას ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება.

როგორც კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში” განაცხადეს, გაზმომარაგების ქსელის დივერსიფიკაციისა და ახალი მომხმარებლების გაზის ქსელზე დაერთების მიზნით ხვალ, 21 მარტს, 23:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში აგლაძის ქუჩის 34-1, 34-2, 34-3, 34-4, 38,, სამტრედიის ქუჩის 2ა, 2ბ, 5, 7, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 24, 26, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე №1, №2, №3, №4, №5, №6 კორპუსების, სტანისლავსკის ქუჩის 8, 12ა, 12ბ, წერეთლის გამზირის 87, 87ა, 89, 91, 93, 95, 97, 99, 99ა, 101, 103, 105, 107, 109, 111, 113, 115, 117 ნომრებში არსებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, ასევე წერეთლის გამზირის №118-ში „გამოფენის ცენტრის“ პავილიონებს.

კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 22 მარტის დილის 10:00 საათიდან და დასრულდება დღის განმავლობაში.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.

შემთხვევითი სიახლე

გორგასლის სანაპიროზე არსებულ საავტომობილო გზას მიწის ქვემოთ ჩაიტანენ

გორგასლის სანაპიროზე არსებულ საავტომობილო გზას მიწისქვეშ ჩაიტანენ

ვახტანგ გორგასალის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის რეკონსტრუქციისთვის 2019 წელს 110 000 …