მთავარი / მთავარი მოვლენები / კახა კალაძე: ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას
კახა კალაძე: ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას

კახა კალაძე: ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგები, სავარაუდოდ, გაყალბებულია. ამის შესახებ კახა კალაძემ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისსაარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის ვარაუდის საშუალებას იძლევა ის, რომ წლების განმავლობაში მათ მიერ გამოქვეყნებული ეგზტიპოლებისა და არჩევნების შედეგები სხვადასხვა იყო.

„მე გამიჭირდება, პასუხი გაგცეთ მათ მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგებზე, მე უბრალოდ ვიტყოდი, რომ ჩვენ თუ გადავხედავთ წლების განმავლობაში ამ პარტიის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლებს, საარჩევნო კვლევებს, რეალური შედეგი ყოველთვის დგებოდა სხვა, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ და ვთქვათ, რომ ეს არის გაყალბებული იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში არჩევნების პროცესში წარმოდგენილი კვლევები, ეგზიტპოლის შედეგები ყოველთვის განსხვავებული შედეგებით დგებოდა, რასაც ხალხი იღებდა გადაწყვეტილებას, ანუ ეს ორივე პარტია წარმოადგენს ერთ დიდი „ნაციონალურ მოძრაობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებიც შეაფასა. მან სალომე ზურაბიშვილს ეგზიტპოლის შედეგებით, გამარჯვება მიულოცა.

წინასწარ მონაცემებს რაც შეეხება, ეგზიტპოლი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი, 19:00 საათის მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი. მინდა, მას მივულოცო ეს გამარჯვება, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დაველოდოთ ცესკო-ს მონაცემებს. მიმდინარეობს დათვლის პროცედურები, 20:00 საათზე დაიხურა ყველა საარჩევნო უბანი და როდესაც გვექნება უკვე დათვლის შედეგად მიღებული ციფრები, რა თქმა უნდა, ცესკო ამას ოფიციალურად გამოაცხადებს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ არჩევნებში იყო ჩართული და ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, არჩევნებში 37 %-ით პირველ ადგილს გრიგოლ ვაშაძე იკავებს, 34 %-ით მეორე ადგილზე კი სალომე ზურაბიშვილია.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგებს, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 52,3 % მიიღო, მეორე ადგილზე კი 28,1 %-ით გრიგოლ ვაშაძეა.

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან. როგორც სტუდენტმა ქეთევან კოკაიამ განაცხადა, მათი შეკრების …