მთავარი / თბილისი / კახა კალაძე: ვიწყებთ მეტროს ახალი ვაგონების, ევროპული მეტროს ვაგონების შესყიდვას
კახა კალაძე: ვიწყებთ მეტროს ახალი ვაგონების, ევროპული მეტროს ვაგონების შესყიდვას

კახა კალაძე: ვიწყებთ მეტროს ახალი ვაგონების, ევროპული მეტროს ვაგონების შესყიდვას

პრემიერისგან თანხმობა გვაქვს მიღებული და ვიწყებთ მეტროს ახალი ვაგონების, ევროპული მეტროს ვაგონების შესყიდვას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი ავტობუსების პრეზენტაციის დროს განაცხადა.

თბილისის მერმა ყურადღება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მეტროს გახსნიდან დღემდე ამ მიმართულებით ცვლილებები არ განხორციელებულა და შესაბამისად, ძალიან რთული მემკვიდრეობა ერგო დღევანდელ ხელისუფლებას. კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რომ მეტრო პოპულარული და კომფორტული ტრანსპორტი გახდეს.

„პრემიერმა ისაუბრა და ხაზი გაუსვა მეტროში არსებულ მდგომარეობას და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ამ მიმართულებით ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა. მას შემდეგ, რაც მეტრო გაიხსნა ძირეული რეაბილიტაცია და ცვლილებები არ განხორციელებულა. შესაბამისად, ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემები, თუმცა ჩვენ პრობლემებს თავს არ ვუხრით. პირიქით, ამბიციურად ვართ განწყობილი, რადგან ჩვენ გვაქვს რესურსი მოვაწესრიგოთ და მოვაგვაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ის იყოს ყველაზე უსაფრთხო, კომფორტული და ყველაზე პოპულარული. ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ და აუცილებლად მოვახერხებთ. დაწყებული გვაქვს მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და მივედით იმ ზღვარზე, რომ დარჩენილი ვაგონები არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. პრემიერისგან თანხმობა მიღებული გვაქვს და ვიწყებთ მეტროს ახალი ვაგონების, ევროპული მეტროს ვაგონების შესყიდვას. ამასთან დაკავშირებით უფრო მეტ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით თითოეულ თქვენგანს”, – განაცახადა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

გორგასლის სანაპიროზე არსებულ საავტომობილო გზას მიწის ქვემოთ ჩაიტანენ

გორგასლის სანაპიროზე არსებულ საავტომობილო გზას მიწისქვეშ ჩაიტანენ

ვახტანგ გორგასალის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის რეკონსტრუქციისთვის 2019 წელს 110 000 …