მთავარი / მთავარი მოვლენები / კახა კალაძე: „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე სათანადოდ ვერ დააფასა ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს პოლიტიკურ ძალას გვერდით ედგნენ
კახა კალაძე: „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე სათანადოდ ვერ დააფასა ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს პოლიტიკურ ძალას გვერდით ედგნენ
ფოტო: 1tv

კახა კალაძე: „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე სათანადოდ ვერ დააფასა ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს პოლიტიკურ ძალას გვერდით ედგნენ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე სათანადოდ ვერ დააფასა ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს პოლიტიკურ ძალას გვერდით ედგნენ.

ეს განცხადება კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შეფასებისას გააკეთა.

„2012 წელს, როდესაც განსხვავებული აზრის გამო, ადამიანებს იჭერდნენ, სამსახურებიდან ყრიდნენ, ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი ადამიანი დაუდგა გვერდით. სამწუხაროდ, მათი შრომა და თავგანწირვა შესაბამისად არ დაფასდა. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით მომხდარიყო, რომლის გაკეთებაც ვერ მოხერხდა. ესეც ჩვენი დანაშაულია. ბევრი შეცდომაა დაშვებული, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია“, – განაცხადა კალაძემ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისადმი დღეს მიმართვა გაავრცელა.

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან. როგორც სტუდენტმა ქეთევან კოკაიამ განაცხადა, მათი შეკრების …