კახა კალაძე: მერია 16 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს 1 ლარად გადასცემს | Tbilisi Today
მთავარი / თბილისი / მერია / კახა კალაძე: მერია 16 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს 1 ლარად გადასცემს

კახა კალაძე: მერია 16 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს 1 ლარად გადასცემს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა განიხილავს 16 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ერთ ლარად გადაცემის საკითხს სხვადასხვა უბნებში. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა.

,,დღეს თბილისის მთავრობა განიხილავს 16 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ერთ ლარად გადაცემის საკითხს სხვადასხვა უბნებში. მათგან 11 საცხოვრებელი ფართი მარუაშვილის ქუჩაზეა, ხოლო დანარჩენი ხუთი – გლდანის VII კვარტალში, მოსკოვის გამზირზე, აღმაშენებლის N189-ში, ლილოსა და საქსოვმანქანის დასახლებებში. მინდა მივულოცო ამ საცხოვრებლებში შესახლებულ ოჯახებს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

22 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

22 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილისიმარათონი 2017”-თან დაკავშირებით, 22 ოქტომბერს 08:00-დან 11:30-მდე ტრანსპორტის მოძრაობა შემდეგ ქუჩებზე შეიზღუდება: გორგასლის ქუჩაზე …