მთავარი / თბილისი / კახა კალაძე: 2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ
კახა კალაძე: 2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ

კახა კალაძე: 2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ

თბილისის მერია 2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2018 წელი შეაჯამა და მიმდინარე წლის გეგმებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი ხარჯვით ნაწილში 98 პროცენტზე მეტია.

„ამისთვის მინდა, თბილისის მთავრობას, ზოგადად, მუნიციპალიტეტის სრულ შემადგენლობას და გამგეობებს მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, აღნიშნული მიმართულებით, ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და მუნიციპალიტეტმა დაგეგმილთან შედარებით, მეტი შემოსავლები მიიღო. ეს იყო დაახლოებით 103 პროცენტი, რაც 2018 წლის განმავლობაში, შემოსავლების სახით იქნა მობილიზებული და ქალაქის მოსახლეობას სხვადასხვა პროექტების განხორციელების სახით მოხმარდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაგეგმილი და უკვე განხორციელების პროცესში არსებული პროექტები მიუთითებს, რომ მიმდინარე წელი ციფრებსა და პროექტების კუთხით გაცილებით შთამბეჭდავი იქნება.

„2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. მიმდინარე წლის ბიუჯეტი ისტორიულია. პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ, ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს და დაახლოებით 1 მილიარდ 50 მილიონ ლარს აღემატება, რაც მაღალი მაჩვენებელია. ეს გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 130-140 მილიონი ლარით მეტია, რაც ქალაქისთვის მეტ განხორციელებულ პროექტს ნიშნავს. მინდა წარმატებები ვუსურვო თბილისის მთავრობას და თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურას, ყველა თანამშრომელს 2019 წლის საქმიანობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მან თბილისის მოსახლეობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მოქალაქეთა თანადგომა ძირითადი მამოძრავებელია.

„ისევ მაქვს მოქალაქეების თანადგომის და მხარდაჭერის იმედი, რომელსაც გასული წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვგრძნობდით. ეს ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო, რომელიც გვაძლევდა სტიმულს, ენერგიასა და შემართებას, გვეკეთებინა ის, რაც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თბილისის რაიონის გამგებლებსა და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს მიმართა, ყველაფერი გააკეთონ, რათა მერიის მიმართ საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა გაიზარდოს.

შემთხვევითი სიახლე

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგული იყო. არსებული …