მთავარი / საქართველო / ჯილდო და 15 მლნ დოლარი – აკაკი ზოიძის მიღწევები თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში
ჯილდო და 15 მლნ დოლარი – აკაკი ზოიძის მიღწევები თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში

ჯილდო და 15 მლნ დოლარი – აკაკი ზოიძის მიღწევები თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში

დღეს აკაკი ზოიძის დღეა. მისი სახელი ხომ უკვე “მსოფლიო თამბაქოს გარეშე” დღესთან ასოცირდება. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის წვლილი თამბაქოს ახალი კანონის მიღებაში მართლაც დიდია და ეს წვლილი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მას არ დაუკარგა.

აკაკი ზოიძე, როგორც ამას netgazeti წერს, თამბაქოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისთვის ჯილდოს მიიღებს.

გამოცემა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე მითითებით წერს, რომ პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე თამბაქოს კონტროლის კანონის მიღების პროცესში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო.

“აკაკი ზოიძე აქტიურად იყო  ჩართული კანონის მიღების პროცესისას ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან მოლაპარაკებებში. ის ასევე მჭიდროდ თამამშრომლობდა მედიასთან. კანონის მიღების პროცესში მისი წვლილი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო და მან შეძლო ჯანმრთელობის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვან საკითხად ექცია და ამით მსოფლიოში სხვა პოლიტიკოსებისთვის მაგალითი მიეცა,” – წერია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში.

კანონი 2018 წლიდან ამოქმედდა და გამკაცრდა თამბაქოს მოწევისა და რეალიზაციის არეალი, მოწევა იშვიათი გამონაკლისის გარდა, დახურულ სივრცეში ყველგან აიკრძალა.

კანონის მიღება ქართველ მწეველებზე ფიქრმა განაპირობა, თუმცა მხოლოდ ეს როდი კმარა. ჰოდა, დიდი ხანია გაცხადებულია, რომ თამბაქოს კონტროლის მნიშვნელობა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების განრიგშია აღიარებული. მიზნების მისაღწევად ახალი პროექტიც დაანონსდა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ თამბაქოს კონტროლის თეორიული ჩარჩოს კონვენციის (FCTC) 2030 წლის პროექტი 15 მილიონი ფუნტით დააფინანსა. პროექტს მხოლოდ ერთი მიზანი – თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების განხორციელება დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. წილი აქედან 15 ქვეყანასთან ერთად საქართველომაც მიიღო.

ვფიქრობთ, რომ ჯილდო მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ისააა, რაზე დაიხარჯა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი არც თუ 2 თეთრი. ქართველი კანონმდებლებისთვის როგორც ჩანს, მხოლოდ კანონის მიღება იყო მთავარი… თანხების ეფექტურ მართვაზე რა მოგახსენოთ. ისედაც ვხედავთ ძლიერი კამაპნია თამბაქოს წინააღმდეგ საბრძოლველად არც თუ ბევრი გვახსოვს. კანონის მიღებაში კი პარლამენტარებსაც ცოტას ნამდვილად არ ვუხდით.

შემთხვევითი სიახლე

სავარაუდოდ „რაინეარი“ თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს უახლოეს მომავალში დაიწყებს

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეართან“ ხელშეკრულება სავარაუდოდ უახლოეს …