მთავარი / საქართველო / განათლება / ჯეჯელავას ვაშლების ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო
ჯეჯელავას ვაშლების ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო

ჯეჯელავას ვაშლების ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ვაშლის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

ამ ტენდერით მხოლოდ ერთი კომპანია KEPKA დაინტერესდა. აღნიშნულმა კომპანიამ სატენდერო კომისიას 260 ათასი ვაშლის შესაძენად 69 940 ლარი შესთავაზა. კომპანია სამი ჯიშის ვაშლის: სემერენკოს, გრანისმიტის და გოლდენის მიწოდებას გეგმავს.

ცნობისთვის, განათლების სამინისტროს ტენდერში მითითებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით ვაშლი ეტაპობრივად კვირაში ერთხელ ქ. თბილსის 10 საჯარო სკოლაში დარიგდება. ვაშლი კვირაში ერთხელ მიწოდებული უნდა იქნას ქ. თბილისის 10 საჯარო სკოლაში:

  1. სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ქუთათელაძის ქ. N3),
  2. სსიპ ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, საირმის N84),
  3. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი № 51 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, მელიქიშვილის N2),
  4. სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია (ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 10),
  5. სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი. გლდანი მე-3 მ/რ),
  6. სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, დიღმის მასივი III კვარტალი),
  7. სსიპ ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი 3 IV მ/რ),
  8. სსიპ ქალაქ თბილის №115 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, გლდანი მე-8 მ/რ),
  9. სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ. N42),
  10. სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი ზ/პ, მე-2 მ/რ).

წყარო: აიპრესი

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ …