მთავარი / სპორტი / ჯაბა ჯიღაური: საქართველოს ნაკრები აქ მოსაგებად არის ჩამოსული
ჯაბა ჯიღაური: საქართველოს ნაკრები აქ მოსაგებად არის ჩამოსული

ჯაბა ჯიღაური: საქართველოს ნაკრები აქ მოსაგებად არის ჩამოსული

„საქართველოს ნაკრები აქ მოსაგებად არის ჩამოსული და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გამარჯვებას მივაღწიოთ“, – ეს განცხადება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ჯაბა ჯიღაურმა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩის წინ, ავსტრიის წინააღმდეგ, გააკეთა.

„ირლანდიასთან კარგი თამაში ვაჩვენეთ, ხარისხიანი, ვფიქრობ, ვიმსაუხრებდით გამარჯვებას, მაგრამ სამწუხაროდ, ფრედ დასრულდა მატჩი. ავსტრიის ნაკრებს სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, გამარჯვება ესჭიროება, მაგრამ საქართველოს ნაკრები აქ მოსაგებად არის ჩამოსული და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ“, – განაცხადა ჯიღაურმა.

ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება, დღეს საღამოს, ერნსტ ჰაპელის სტადიონზე, თბილისის დროით სტარტს 22:45 საათზე აიღებს.

წყარო: აიპრესი

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …