მთავარი / მთავარი მოვლენები / ისნის ბაზრობაზე პოლიციასა და დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა
ისნის ბაზრობაზე პოლიციასა და დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა
ფოტო: ლიკა ფხოველიშვილი

ისნის ბაზრობაზე პოლიციასა და დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

ისნის ბაზრობაზე პოლიციელებსა და დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დაზარალებულებმა პოლიციის მიერ დაცულ ტერიტორიაზე ბაზრობის ადმინისტრაციის თანამშრომლების შესვლა გააპროტესტეს.

მათი თქმით, ხანძრის ტერიტორიაზე შესვლით ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სამხილების გაქრობის შესაძლებლობა ექმნებათ. ადვოკატი აცხადებს, რომ მათ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებაში ხელს უშლიან.

ისნის ბაზრობის დაზარალებულმა მოვაჭრეებმა კერძო ექსპერტი მოიწვიეს, თუმცა ის ამ დრომდე ვერ ახერხებს შესაბამისი საქმიანობის დაწყებას. დამწვარ ტერიტორიას კვლავ პოლიცია იცავს და დაზარალებულების თქმით მოწვეული ექსპერტი ტერიტორიაზე შესვლას შსს ექსპერტის მოსვლის შემდეგ შეძლებს.

ექსპერტიზის დასკვნის გამოტანის შემდეგ დაზარალებულები ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩლის შეტანაას გეგმავენ.

ისნის ე.წ.დაშლილების ბაზრობაზე ხანძარი 19 აგვისტოს გამთენიისას გაჩნდა. შედეგად დაახლოებით 38 ჯიხური დაიწვა. ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით არის დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: imedinews

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ჩვენ ცილს გვწამედნენ მუდამ რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც არ გავაკეთეთ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ …