მთავარი / მთავარი მოვლენები / ირაკლი ნოზაძის დაჭრის გამო დაკავებული ქალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება

ირაკლი ნოზაძის დაჭრის გამო დაკავებული ქალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება

პოლიციამ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დღეს დაკავებული ორი ქალი წერეთლის განყოფილებაში მიიყვანა. ამ წუთებში ისინი გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობენ.

როგორც ირკვევა, პოლიციამ ისინი მოსკოვის გამზირზე მდებარე ბინაში დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი, თამთა ჯანჯღავა წერეთელზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ის გუშინ, მეგობარ გოგოსთან ერთად ირაკლი ნოზაძესთან მივიდა და ნარკოტიკული ნივთიერების, ამფეტამინისთვის წინასწარ გადახდილი ფულის დაბრუნება მოითხოვა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქმის მთავარი მოწმე ირაკლი ნოზაძის მეგობარი ბიჭია. ახალგაზრდა ქალებთან დასალაპარაკებლად თავდაპირველად სწორედ ის ჩავიდა.

მეორე დაკავებული 1994 წელს დაბადებული ნათია თოფურიაა. გამოძიება ჯანჯღავას მიმართ განზრახ მკვლელობის, თოფურიას მიმართ კი დანაშაულის დაფარვის მუხლით მიმდინარეობს. ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს, საღამოს, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრეს. მომღერალი ამ დრომდე ღუდუშაურში მართვით სუნთქვაზეა.

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ჩვენ ცილს გვწამედნენ მუდამ რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც არ გავაკეთეთ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ …