მთავარი / მთავარი მოვლენები / ირაკლი ნოზაძე მის დაჭრაში ბრალდებულის „სამაგალითოდ“ დასჯას არ ითხოვს
ირაკლი ნოზაძე მის დაჭრაში ბრალდებულის „სამაგალითოდ“ დასჯას არ ითხოვს

ირაკლი ნოზაძე მის დაჭრაში ბრალდებულის „სამაგალითოდ“ დასჯას არ ითხოვს

“ქუჩის ბიჭების” წევრი ირაკლი ნოზაძე აცხადებს, რომ ის არ ითხოვს მის დაჭრაში ბრალდებულის “მთელი სიმკაცრით, სამაგალითოდ დასჯას”. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“მე არავის არც შეცოდებას და მსგავს რაღაცებს არ ვცდილობ. კაცი ვარ და შეიძლება დღეს ჯანმრთელი და საღსალამათი იყო, მაგრამ ხვალ ისეთი რაღაც მოგიხდეს, რომ აღარ იყო ჯანმრთელი. არც ისე ვარ განწყობილი, რომ მთელი სიმკაცრით, სამაგალითოდ დაისაჯოს ის, ასე არ არის, რა სისულელეა. ყველაზე რთულად გადასატანი ჩემთვის იყო ის ყველაფერი, რაც მოხდა, მაგრამ გაცილებით რთულად გადასატანი არის დღევანდელი და ხვალინდელი დღე. ისეთი აურზაური მოჰყვა და ისეთი შეთხზული და შეთითხნილი კუდები მოება ამ საქმეს, რომ გაცილებით უფრო მიჭირს დღეს, ვიდრე მიჭირდა მაშინ, როცა დამჭრეს“, – თქვა ირაკლი ნოზაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ნარკოტიკული საშუალებების საკითხს, მომღერალი ამბობს, რომ ბავშვობაში მას ჰქონდა არალეგალურ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან შეხება:

“აგრამ ეს არ ყოფილა ზღვარს გადასული, არაფერი მსგავსი. ეს იყო ბავშვობის თავში ავარდნის წლები, რომელიც ძალიან მალე დასრულდა, თან შედეგიანად. მას შემდეგ მე არაფერი საერთო მქონია ამასთან და არც ვაპირებ რაიმე საერთო მქონდეს. პირიქით, მეც და ჩემი ჯგუფიც მხარს ვუჭერთ ჯანსაღი ცხოვრების წესს”, – თქვა ნოზაძემ და დასძინა, რომ ის მხარს უჭერს გამსაღებლის მთელი სიმკაცრით დასჯას.

მომღერალი ირაკლი ნოზაძე, რომელიც 25 ივნისს, საღამოს, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრეს, საავადმყოფოდან 30 ივნისს გაწერეს. ნოზაძის დაჭრის საქმეზე შსს-მ ორი ადამიანი დააკავა, რომლებსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შემთხვევითი სიახლე

ვახტანგ კიკაბიძე: სალომე ზურაბიშვილი რუსეთის კადრია

ვახტანგ კიკაბიძე: სალომე ზურაბიშვილი რუსეთის კადრია

ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი საკმაოდ მწვავეა, როგორც ხელისუფლების, ასევე “ნაციონალური …