მთავარი / მთავარი მოვლენები / ირაკლი კობახიძე: უკვე ცხადია, რომ მეორე ტური შედგება

ირაკლი კობახიძე: უკვე ცხადია, რომ მეორე ტური შედგება

უკვე ცხადია, რომ მეორე ტური შედგება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს, თუმცა ამ დროის მონაცემებით, გამოიკვეთა, რომ იქნება მეორე ტური.

„ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენთან შემოდის ოქმის მონანაცეები. დათვლილია 1000-მდე უბნის მონაცემები. ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირველ ადგილზეა. გამოიკვეთა, ამ ეტაპისთვის ცხადია, რომ მეორე ტური შედგება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. ეს ცხადია 1000 უბნის მონაცემებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შემთხვევითი სიახლე

სალომე ზურაბიშვილი ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვას პასუხობს

პასუხი პუტინს ასეთია: ტურისტებმა უნდა განაგრძონ ჩამოსვლა, რადგან უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემები, …