მთავარი / მთავარი მოვლენები / ირაკლი კობახიძე: სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის ოპოზიცია

ირაკლი კობახიძე: სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის ოპოზიცია

სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, როდესაც აქციის მონაწილეთა მიერ პრეზიდენტის სალობიეში ყოფნის გაპროტესტებას გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კარგია, რომ ოპოზიცია მიხვდა, სად უნდა მისულიყო.

„სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია. კრიზისში და სალობიეში ისინი არიან და კარგია რომ მიხვდნენ, სად უნდა მისულიყვნენ”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სალობიე „ბია“ აქციის მონაწილეების პროტესტისა და შეძახილების ფონზე დატოვა. მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები პრეზიდენტის მისამართით სკანდირებდნენ სიტყვას: „მონა“.

აქციის მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილთან შეკითხვები ჰქონდათ, თუმცა პრეზიდენტმა სალობიე უკომენტაროდ დატოვა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილს ტერიტორიის დატოვება პოლიციის და დაცვის კორდონის გავლით მოუწია.

შემთხვევითი სიახლე

49 წლის ასაკში ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა

49 წლის ასაკში ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო …