მთავარი / მთავარი მოვლენები / ირაკლი კობახიძე მოსამართლეებზე: ადამიანები, რომლებიც მასობრივად სჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა კარგ რაღაცებს სჩადიან

ირაკლი კობახიძე მოსამართლეებზე: ადამიანები, რომლებიც მასობრივად სჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა კარგ რაღაცებს სჩადიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა “რეაქციის” ეთერში მოსამართლეების შესახებ ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ დღეს პროტესტი არსებობს, ყოფილი ხელისუფლების პირობებში იყვნენ ზურაბ ადეიშვილის ზეწოლის ქვეშ და მისივე სიტყვებით “ცუდ რაღაცეებს სჩადიოდნენ” თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეიცვალა სისტემა შემადგენლობის გარეშე და მოიხსნა წნეხი, რომლის შემდეგაც ეს მოსამართლეები უკვე კარგ რაღაცებს სჩადიან.

“2012 წლამდე სასამართლო სისტემა იყო უვარგისი, ადეიშვილი რასაც ეტყოდა იმას აკეთებდნენ. ადრე იყო მილიონი ცუდი საქმე, ახლა არ არის არცერთი ასეთი საქმე და ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ შეიცვალა სისტემა, შემადგენლობის ცვლილების გარეშე და ადამიანები, რომლებიც მასობრივად სჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა კარგ რაღაცებს სჩადიან” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შემთხვევითი სიახლე

სამგორი-ლილოს რკინიგზის მშენებლობა შესაძლოა EBRD-მა და EIB-მა დააფინანსონ

სამგორი-ლილოს რკინიგზის მშენებლობა შესაძლოა EBRD-მა და EIB-მა დააფინანსონ

სამგორი–ლილოს მიმართულებით რკინიგზის მშენებლობა შესაძლოა EBRD-მა და EIB–მა დააფინანსონ. პროექტისათვის დაახლოებით, 174–218 მლნ დოლარია საჭირო, იმის მიხედვით, რკინიგზა ერთხაზიანი იქნება თუ ორხაზიანი. ფინანსთა სამინისტრო ევროპის …