მთავარი / საქართველო / ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა იწყება
ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა იწყება

ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა იწყება

ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლას გეგმავს.

2019 წლის თებერვლიდან ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებას ავიაკომპანია Indigo გეგმავს.

დელი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას ავიაკომპანია ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით აპირებს.

Indigo-ს წარმომადგენელმა დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტავ ჯორჯიასთან მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკური დეტალები განიხილეს. საქართველოს საავიაციო ბაზრით ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპაია ზაფხულში დაინტერესდა.

ავიაკომანია ინდიგო 2006 წელს დაფუძნდა. ინდიგოს, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ბაზრის 43.2% უკავია. კომპანიის ავიაპარკი 195 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. დღეისათვის ინდიგო ფრენებს 59 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 48 ადგილობრივი, 11 კი საერთაშორისოა.

წყარო: GBC

შემთხვევითი სიახლე

იციკ მოშე – წელს, ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა, ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში

იციკ მოშე – წელს, ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა, ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში

წელს, ჩამოვა ალბათ 200 ათას ტურისტამდე ისრაელიდან. ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში, – …