მთავარი / საქართველო / ილია მეორე: ჩამოსულმა სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს
ილია მეორე: ჩამოსულმა სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს

ილია მეორე: ჩამოსულმა სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამღვდელოებასა და მრევლს შეხვდა. შეხვედრაზე პატრიარქმა სხვადასხვა საკითხებზე ილაპარკა.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლას ვერავის “ავუკრძალავთ, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს.”

“ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი”, – თქვა ილია მეორემ.

პატრიარქმა მიწისა და წყლის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. მან ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელა. ილია მეორემ ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი სოფლის მეურნეობის საკითხებზე შექმნილი ჯგუფების ხელმძღვანელად დაადგინა. სოფლის მეურნეობის სხვადასხვა საკითხზე შექმნილი ჯგუფები იმუშავებენ სასულიერო აკადემიასთან, საპატრიაქროს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტთან და გამწვანების ინსტიტუტთან.

პატრიარქმა ასევე დაადგინა, რომ ყოველ შაბათს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ქვეყნისთვის პრობლემატურ საკითხებზე შეხვედრები გაიმართება სამების ახალგაზრდულ ცენტრში.

წყარო: imedinews

შემთხვევითი სიახლე

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი, გასული …