მთავარი / ვიდეო / იგოეთთან ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა [ვიდეო]

იგოეთთან ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა [ვიდეო]

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცენტრალური ავტომაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე. სამ სხვადასხვა წერტილში ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარის მიზეზი გზაზე თოვლი და ლიპყინული გახდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ადგილზე ამინდი სწრაფად გაუარესდა, შესაბამისმა სამსახურებმა გზაზე ტექნიკური მარილი უკვე მოყარეს, თუმცა მოცურების შესამცირებლად მარილის დაყრიდან გარკვეული დრო არის საჭირო.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის არც ერთ მოქალაქეს ჰოსპიტალიზება არ დასჭირვებია. ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.

შემთხვევითი სიახლე

ვიდეოკადრები, სადაც ჩანს როგორ ჩადის თხრილში ბავშვი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

ვიდეოკადრები, სადაც ჩანს როგორ ჩადის თხრილში ბავშვი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

გთავაზობთ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს ბავშვი, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ თხრილში გარდაცვლილი იპოვეს. ვიდეოში ჩანს, როგორ გადაადგილდება …