მთავარი / მთავარი მოვლენები / იდლიბში თურქ სამხედროებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველომ თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა

იდლიბში თურქ სამხედროებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველომ თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ონურ სევინის შორის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სირიის პროვინცია იდლიბში არსებული ვითარება. თურქეთის მხარემ მიაწოდა მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია განვითარებულ მოვლენებზე, რომელთა შედეგად იერიში იქნა მიტანილი რეგიონში განლაგებული თურქეთის შეიარაღებული ძალების სამონიტორინგო პუნქტის მიმართ.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დაუდასტურა თურქეთის წარმომადგენელს საქართველოს მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის – თურქეთის რესპუბლიკის მიმართ, დაგმო ძალადობრივი იერიში თურქეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ და გამოხატა მწუხარება თურქეთის ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით.

“საქართველო ყურადღებით აკვირდება სირიაში მიმდინარე ბოლო განვითარებებს. თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი, შეშფოთებული ვართ იდლიბში თურქეთის სამხედრო ძალებზე ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმით.

დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ იდლიბში მომხდარი თავდასხმის დეტალები. საქართველო მხარს უჭერს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს თურქეთს, მწუხარებას უცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად თურქ ხალხს, მსგავსი თავდასხმები ასადის რეჟიმის და მისი მოკავშირეების მხრიდან უნდა შეწყდეს“ – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მხარეებმა გამოხატეს იმედი საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურ ჩართულობაზე სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რის შედეგად შესაძლებელი გახდება ვითარების დეესკალაცია.

შეგახსენებთ, სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში თურქეთის სამხედროებზე ბაშარ ასადის შეიარაღებული ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. მოგვიანებით, თურქეთმა სირიის არმიის შენაერთებზე საპასუხო იერიში მიიტანეს.

სირიის არმია, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს, გაათავისუფლოს იდლიბი სირიის ოპოზიციის შეიარაღებული მებრძოლებისგან, რომელთაც თურქეთი უჭერს მხარს.

წყარო: ghn.ge

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი კობახიძე: სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის ოპოზიცია

სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, როდესაც …