მთავარი / თბილისი / ჰაერში დაკიდებული ხეივანი, აკვაპარკი, ეკო ხიდები – როგორი იქნება საქალაქო პარკი დიღმის ჭალებში
ჰაერში დაკიდებული ხეივანი, აკვაპარკი, ეკო ხიდები

ჰაერში დაკიდებული ხეივანი, აკვაპარკი, ეკო ხიდები – როგორი იქნება საქალაქო პარკი დიღმის ჭალებში

დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის პროექტის შედგენაზე გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა.

სააგენტო BPN-ის ცნობით, ტენდერში კომპანია შპს „გოდაკო 2“-მა გაიმარჯვა, რომელიც დოკუმენტაციის მოსამზადებლად  354 000 ლარს მიიღებს.

კომპანიას წარდგენილი აქვს პროექტის განმარტებითი ბარათიც, რომელშიც გაწერილია თუ როგორ წარმოუდგენიათ აღნიშნული საპროექტო ტერიტორიის განვითარება. განმარტებითი ბარათის თანახმად, ტერიტორია დაიყოფა 5 ზონად – მისასვლელ-საპარკინგე ზონა; კულტურულ-საგანმანათლებლო; ხელოვნურად შექმნილი წყლის სარკის ზონა; სპორტული და საბავშვო ზონა.

„პარკის მთავარი შესასვლელი ნაგებობა ბელიაშვილის ქუჩის მხრიდან იქნება. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მედიათეკასა და  ამფითეატრის მოწყობა, სადაც განთავსებული იქნება კაფე-ბარი, კინოთეატრი, საგამოფენო სივრცე. იქნება ხელოვნურად შექმნილი სარკის ზონა, რომლის გარშემოც მოეწყობა პლიაჟები და აკვაპარკი, ასევე წყლის სარკეს ზემოდან გადაუვლის საფეხმავლო ეკო ხიდი.

ტერიტორიაზე სხვადასხვა სპორტული მოედნის გარდა მოეწყობა ასევე თანამედროვე სკეიტპარკის მოედანი. ამასთან, საპროექტე კუნძულის სიღრმეში მოეწყობა, ჰაერში დაკიდებული საფეხმავლო ხეივანი, რომელიც მცირე ზომის დამატებითი ბილიკებით გადაიკვეთება; პარკის მტელ ტერიტორიაზე იქნება ველობილიკები და საფეხმავლო ბილიკები,“ – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

წყარო: GBC

შემთხვევითი სიახლე

ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, ვარკეთილში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, …