მთავარი / სპორტი / გურამ კაშია: ვემზადებით სამი ქულის ასაღებად
გურამ კაშია: ვემზადებით სამი ქულის ასაღებად

გურამ კაშია: ვემზადებით სამი ქულის ასაღებად

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია აცხადებს, რომ ავსტრიაში ეროვნული გუნდი მოსაგებად არის ჩასული.

„რთული თამაში გველის, რადგან ავსტრიის ნაკრები მძიმე მდგომარეობაშია ჯგუფში და მარტო მოგება აკმაყოფილებს. ჩვენც კარგი თამაში ვაჩვენეთ ირლანდიასთან და გვსურს, მოვიგოთ. ამ ჯგუფურ ეტაპზე ჯერ თამაში არ მოგვიგია. წინა თამაში კარგი ხარისხის ვაჩვენეთ და ჩვენც იმისთვის ვემზადებით, რომ სამი ქულა ავიღოთ“, – განაცხადა გურამ კაშიამ.

ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება, დღეს საღამოს, ერნსტ ჰაპელის სტადიონზე, თბილისის დროით სტარტს 22:45 საათზე აიღებს.

წყარო: აიპრესი

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …