მთავარი / სპორტი / გურამ კაშია სამკლაურის ისტორიას ხელახლა განმარტავს
გურამ კაშია სამკლაურის ისტორიას ხელახლა განმარტავს

გურამ კაშია სამკლაურის ისტორიას ხელახლა განმარტავს

“აზრად არ მომსვლია,რომ ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა, – ამის შესახებ ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

კაშიას ინფორმაციით, ლიგის გადაწყვეტილებით, კაპიტნებს ლგბტ თემის დროშის ფერებში სამკლაურები ძალადობას საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში ეკეთათ.

„გასახდელში შევედი და ის სამკლაური იქ იდო… მე კაპიტანი ვარ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ გუნდის, რომ გავიყვანო და ეს ჩვეულებრივი თამაში იყო, რომელშიც უნდა მეთამაშა, ამხელა ყურადღება რატომ დაუთმეს?! ჩემს გარდა აბსოლუტურად ყველას ეკეთა სამკლაური და ვერავინ წამოიდგინა, ვერ ხვდება, რომ ამხელა ამბავი მოჰყვა ამას საქართველოში”- განაცხადა გურამ კაშიამ.

ფეხბურთელმა LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა, რის გამოც მისი გულშემატკივრების კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით, ფეხბურთელმა მათ კრიტიკას უპასუხა: ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იგებს”, – დაწერა კაშიამ Facebook-ზე.

გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ლევან კობიაშვილმა, სხვა ფეხბურთელებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა. გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …