მთავარი / საქართველო / გუგული მაღრაძე: მარჯვენასაჭიანი მანქანები უნდა აიკრძალოს
გუგული მაღრაძე: მარჯვენასაჭიანი მანქანები უნდა აიკრძალოს

გუგული მაღრაძე: მარჯვენასაჭიანი მანქანები უნდა აიკრძალოს

მარჯვენასაჭიანი მანქანები უნდა აიკრძალოს – ეს განცხადება დღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, “ქართული ოცნების” წევრმა, გუგული მაღრაძემ გააკეთა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების რეგულაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ, გუგული მაღრაძე სიტყვით გამოვიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ დეპუტატის განცხადებას ბევრი პარლამენტარი დაეთანხმა.

“ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და ევროპაში საერთოდ ვერ დავინახე მარჯვენასაჭიანი ავტომობილი.

მესმის, რომ ერთი პერიოდი ეს იყო შედარებით იაფი, ამან ხელი შეუწყო ხალხს, რომ დასაქმებულიყო და სხვადასხვა, მაგრამ თანდათანობით ხომ უნდა შევზღუდოთ.

ჰიბრიდულების ხათრით, რომ ნაკლები იქნება გადასახადი, შეიძლება კიდევ მეტი და მეტი შემოვიდეს მარჯვენასაჭიანი.

ხომ არ დავსვათ საკითხი, რომ ვისაც ჰყავს კიბატონო, სანამ ივარგებს ეს მანქანები იმუშავებენ ჩვეულებრივად, მაგრამ ახალი მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ შემოვიდეს ქვეყანაში“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

შემთხვევითი სიახლე

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი, გასული …