მთავარი / მთავარი მოვლენები / გუგული აქ, აკაკი იქ – ხან მარიხუანას დაცვაში და ხან თამბაქოსთან ბრძოლაში
გუგული აქ, აკაკი იქ - ხან მარიხუანას დაცვაში და ხან თამბაქოსთან ბრძოლაში

გუგული აქ, აკაკი იქ – ხან მარიხუანას დაცვაში და ხან თამბაქოსთან ბრძოლაში

აბა, გამოტყდით და გულწრფელად თქვით, რომელი თქვენგანი წარმოიდგენდა სულ რაღაც 1 წლის წინ რომ გუგული მაღრაძე და აკაკი ზოიძე საქართველოში მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის თავგამოდებული დამცველები გახდებოდნენ?

ეს ის ადამიანები არ არიან, რომლებიც თავგამოდებით იცავდნენ და თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონის გასატანად ყველაფერს აკეთებდნენ? კი ბატონო, გასაგებია, კანონპროექტის განხილვისას მხოლოდ ჩვენი ფილტვები და ჯანმრთელობა ანაღვლებდათ, მაგრამ ტრადიციულ ქართულად ფიცი მაინც გვწამს და ბოლო მაინც გვაკვირვებს.

სხვა რა დავარქვათ იმას, რასთანაც რეალურად გვაქვს საქმე?

თამბაქოს შესახებ კანონი ისეთი მიიღეს, რომელში ცვლილებების შეტანის საჭიროება კანონის ამოქმედებიდან რამდენიმე თვეში გახდა საჭირო. პარლამენტმა ცვლილებათა ახალი პაკეტის განხილვა უკვე დაიწყო და კიდევ რამდენი ასეთი გახდება საჭირო (დაუდევრობის, სიჩქარის, გაუთვლელობისა და ა. შ.) არავინ იცის.

ერთ შემთხვევაში გუგული მაღრაძე გმობს “ყველანაირ” მოწევას, საღეჭ თამბაქოსაც კი, მეორე მხრივ კი მიაჩნია, რომ მარიხუანა სოფლის მეურნეობის პროდუქციაა და ისევე უნდა მოვიყვანოთ, გავახაროთ და ვეფოფინოთ, როგორც მაგალითად ლობიო, მალინა და სიმინდია. პარლამენტარი მიიჩნევს, რომ საქართველოს ბევრი არაფერი აქვს გასატანი ექსპორტზე და მარიხუანას ექსპორტით ქვეყანას შემოსავლების გაზრდა შეუძლია.

სოფლის მეურნეობაზე გამახსენდა, თუ საექსპორტო კალათის გამრავალფეროვნება და შემოსავლების ზრდა გვინდა, მაშინ ქალბატონ გუგულის, შეგვიძლია შევახსენოთ, რომ რატომ არა მაგალითად რატომ არ უნდა შევუწყოთ ხელი თამბაქოს მოყვანას, მით უმეტეს, რომ აჭარასა და კახეთში თავის დროზე, გადასარევად მოდიოდა თამბაქო, რომეზეც სხვათა შორის მოთხოვნა არც თუ ნაკლები იქნება.

ახლა რაც შეეხება აკაკი ზოიძეს, ეს ის ადამიანია, რომელმაც თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჯილდო მიიღო? მეორე მხრივ კი ხმამაღლა განაცხადა, რომ მარიხუანას გაყიდვა მომგებიანი საქმეა, უფრო მეტიც, თქვა რომ სამშობლოს გაყიდვა შეუძლებელია, დანარჩენი ყველაფრის გაყიდვა შეიძლება.

თამბაქოს კონტროლის მნიშვნელობა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების სტრატეგიაშია აღიარებული და პარლამენტარები ხშირ შემთხვევაში საით უბერავენ გასაგებია. საიდუმლოებას ნამდვილად არ წარმოადგენს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ თამბაქოს კონტროლის თეორიული ჩარჩოს კონვენციის (FCTC) 2030 წლის პროექტი 15 მილიონი ფუნტით დააფინანსა. პროექტს მხოლოდ ერთი მიზანი – თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების განხორციელება დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. წილი აქედან 15 ქვეყანასთან ერთად საქართველომაც მიიღო.

დასკვნები თქვენთვის მოგვინდა, თუმცა იაფიანი ზეთის არ იყოს რა უნდა გაგიკვირდეს კაცს?!

შემთხვევითი სიახლე

ოთარ ფარცხალაძეს დღეს ბრალი წარედგინა

პირველი არხის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დღეს ბრალი წარედგინა. ამ დროისთვის არ კონკრეტდება, …