მთავარი / საქართველო / გორის პარკში 14 წლის წინ გატაცებული ბავშვის ცხედარს ეძებენ

გორის პარკში 14 წლის წინ გატაცებული ბავშვის ცხედარს ეძებენ

გორში, ე.წ. ახალ ბაღში სამართალდამცველები მუშაობენ. პარკში ყველა შესასვლელი გადაკეტილია და უცხო პირებს არ უშვებენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, პოლიცია ბაღში 14 წლის წინ გატაცებული 11 წლის ბავშვის ცხედარს ეძებს. არსებული ინფორმაციით, ცხედრის ადგილსამყოფელი გატაცების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა ი.ნ.-მ მიუთითა.

ადგილზე გატაცებული ბავშვის ოჯახის წევრებიც მივიდნენ, თუმცა, მათი თქმით, შსს-სგან არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

ი.ნ. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

შემთხვევითი სიახლე

ლიეტუვის ელჩი თანამოქალაქეებს საქართველოში დასასვენებლად იწვევს

ლიეტუვის ელჩი თანამოქალაქეებს საქართველოში დასასვენებლად იწვევს

საქართველოში ლიეტუვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი ლიეტუველებს საქართველოში დასასვენებლად იწვევს და ამგვარად ქვეყნის ტურიზმის მხარდაჭერას სთავაზობს. ამის შესახებ დიპლომატი „ტვიტერში“ წერს და …