მთავარი / თბილისი / გორგასლის სანაპიროზე არსებულ საავტომობილო გზას მიწისქვეშ ჩაიტანენ

გორგასლის სანაპიროზე არსებულ საავტომობილო გზას მიწისქვეშ ჩაიტანენ

ვახტანგ გორგასალის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის რეკონსტრუქციისთვის 2019 წელს 110 000 000 ლარი დაიხარჯება.

მერია გეგმავს, რომ ავტომობილები ამ ადგილას გვირაბით გაატაროს, იქაურობა გაამწვანოს და ფეხით მოსიარულეებს დაუთმოს.

გორგასლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტი ერთ-ერთია იმ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომლებიც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, 29 იანვარს წარმოადგინა.

“არსებული საავტომობილო გზა, რაც შეიძლება, მიწის ქვემოთ ჩავა და გაკეთდება გვირაბი. გვირაბის ზედაპირზე გაკეთდება მწვანე სივრცე, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის. დაახლოებით 10 ჰექტარ ტერიტორიაზე შეიქმნება მწვანე სივრცე. აშენდება საფეხმავლო ხიდი, რომელიც პირდაპირ მეტროსადგურ „ავლაბართან“ გადავა.” – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 7 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 5 000 ლარია.

შემთხვევითი სიახლე

თბილისის ქუჩები ორშაბათიდან ყოველდღიურად მოირეცხება

თბილისის ქუჩები ორშაბათიდან ყოველდღიურად მოირეცხება

„თბილისის ქუჩები ორშაბათიდან ყოველდღიურად მოირეცხება“, – განუცხადეს “Business Time”-ს “თბილსერვის ჯგუფში”. კითხვაზე, რომელი ქუჩები მოირეცხება და …