მთავარი / თბილისი / გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – მდინარე ვერეს ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
მდინარე ვერეს ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – მდინარე ვერეს ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდა.

კერძოდ, გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„ამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სამსახურში 25 შეტყობინებაა შემოსული. შეტყობინებების უმრავლესობა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს უბნებს უკავშირდება. ყველა გამოძახების ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს სამუშაოები.

ასევე, ძლიერი წვიმა მოვიდა შიდა ქართლის რეგიონში. სულ საგანგებო სიტუაციების სამსახურში შემოვიდა 20 შეტყობინება, ძირითადად დატბორილი იყო ქუჩები, ყველა მათგანზე რეაგირება უკვე მოახდინეს მაშველებმა. გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში წვიმის შედეგად გზაზე ჩამოიშალა ქვიშა, შესაბამისი სამსახურების მიერ გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა“, – აცხადებენ შსს-ში.

შემთხვევითი სიახლე

სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი ქალი სავარაუდოდ ორი დღის გარდაცვლილია

სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი ქალი სავარაუდოდ ორი დღის გარდაცვლილია

თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მომხდარი შემთხვევის დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბინაში ნაპოვნი ასაკოვანი …