მთავარი / მთავარი მოვლენები / გივი სიხარულიძე: პარლამენტის თავმჯდომარით დაწყებული, ყველა უნდა დახვრიტონ
გივი სიხარულიძე: პარლამენტის თავმჯდომარით დაწყებული, ყველა უნდა დახვრიტონ

გივი სიხარულიძე: პარლამენტის თავმჯდომარით დაწყებული, ყველა უნდა დახვრიტონ

მსახიობი და პოეტი გივი სიხარულიძე პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის” მიერ დღეს თბილისში, დედა-ენის ბაღში დაგეგმი მარიხუანას ფესტივალს მიუღებლად მიიჩნევს. ამის შესახებ მან „რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა.

მისთვის ასევე კატეგორიულად მიუღებელია სკანდალური კანონპროექტი საქართველოში მარიხიუნას კულტივაციის შესახებ, რომლის განხილვაც პარლამენტმა 2 თვით შეაჩერა. სიხარულიძე მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტის ავტორები და პარლამენტის ის წევრები, ვინც მის მიღებას მხარს უჭერენ, საჯაროდ დახვრეტად იმსახურებენ.

„ეს არის ჩემი ერის მტერი, ეროვნული ღირსების დამმარხველი. შეიძლება, რომ მთავრობა თვითონ ამბობდეს, რომ მარიხუანა უნდა მოვიყვანოთ და გავყიდოთ?! ეს არის ეროვნული კრახი და კიდევ ვიძახი – უნდა დახვრიტონ, პარლამენტის თავმჯდომარედან დაწყებლი, ყველა მიაყენონ კედელთან, ვინც ამას საერთოდ გაიტანს მოსასმენად, რომ მარიხუანა საქართველოში უნდა იხმარებოდეს და თან ითესებოდეს და თან იყიდებოდეს.

„ჩემი აზრი ესეთია, რომ საქართველოს,სამშობლოს მტრებად, სამარადისო მტრებად უნდა გამოაცხადონ ყველა, ვინც ამ საკითხზე ლაპარაკსაც კი გაბედავს”, – განაცხადა გივი სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დედა-ენის ბაღში პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის” მიერ ორგანიზებულ მარიხუანას ფესტივალზე პოლიციამ „გირჩის” რამდენიმე აქტივისტი დააკავა. შსს-ს ცნობით, ისინი საგამოძიებო ქმედებებისათვის პოლიციის გაყოფილებაში არიან გადაყვანილი.

წყარო: რეზონანსი

შემთხვევითი სიახლე

„კარაპს მედლაინი“ – უცხოელი პაციენტების რიცხვი იზრდება, რადგან ევროპასა თუ ამერიკაში კარგ ექიმთან მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება

„plastikus” ბერძნულად „ფორმის მიცემას”, ლათინურად კი „დახვეწილს” ნიშნავს. ის, ვინც სილამაზისა და დახვეწილობისკენ მიილტვის, სრულყოფილ …