მთავარი / მთავარი მოვლენები / გირჩის განცხადებით, ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პოლიციაში წაიყვანეს
გირჩის განცხადებით, ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პოლიციაში წაიყვანეს

გირჩის განცხადებით, ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პოლიციაში წაიყვანეს

მოძრაობა გირჩის განცხადებით, სამართალდამცველებმა მისი ორი წევრი – ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

დედა ენის ბაღში შექმნილი მდგომარეობის შესახებ გირჩის ლიდერი ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ბაღი სამართალდამცველებით სავსეა.

მიუხედავად თანაგუნდელების დაკავებისა, ჯაფარიძის თქმით, კანაფის ფესტივალი მაინც ჩატარდება. ერთადერთი, რაც შეიძლება ვერ მოცდეს, დაუმორჩილებლობის აქტის ჩატარებაა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია თავად მას დააკავებს. დაანონსებული ფესტივალი დედაენის ბაღში დღეს 14:20 საათზე დაიწყება.

შსს-ს ინფორმაციით, „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ე.წ. კანაფის ფესტივალის გამართვაზე განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.

შემთხვევითი სიახლე

„კარაპს მედლაინი“ – უცხოელი პაციენტების რიცხვი იზრდება, რადგან ევროპასა თუ ამერიკაში კარგ ექიმთან მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება

„plastikus” ბერძნულად „ფორმის მიცემას”, ლათინურად კი „დახვეწილს” ნიშნავს. ის, ვინც სილამაზისა და დახვეწილობისკენ მიილტვის, სრულყოფილ …