მთავარი / მთავარი მოვლენები / გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ვნახეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ვნახეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე
ფოტო: 1tv

გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ვნახეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. პრეზიდენტი მუხათგვერდის სასაფლაოზე, შვილთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

მისი თქმით, საქართველომ იხილა ოკუპანტის ნამდვილი სახე და ტრაგედიით არა გახლეჩილი, არამედ გაერთიანებული საზოგადოება.

„მიწას მივაბარეთ ღირსეული მამულიშვილი. ამავე დროს, დღეს ჩვენ ვნახეთ, ერთის მხრივ, ოკუპანტის ნამდვილი სახე, ეს არის ადამიანის გამტაცებელი და წამებით მომკვლელი. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ამ მკვლელობის შემდეგ, კიდევ უფრო დიდი მუხანათობა დაიგეგმა, რომ თითქოს, შეურაცხყოფა მოეყენებინათ ჩვენთვის არჩილის ცხედრის არგადმოცემით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ვინც მსგავს ვერაგობას გეგმავს უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ეს ბრძოლები გაუვლია და ყოველთვის გამარჯვებული გამოსულა.

„დღეს ჩვენ აქ ვნახეთ საქართველო, რომელმაც ღირსეული პასუხი გასცა ყველაფერ ამას. ჩვენ ვნახეთ ტრაგედიით არა გახლეჩილი, არამედ გაერთიანებული საზოგადოება. მინდა ვუთხრა მათ, ვინც ასეთ ვერაგობებს გეგმავს ჩვენ წინააღმდეგ, ეს გაგვივლია და გაგვივლია საუკუნეების განმავლობაში, მზად ვართ, ასეთი ბრძოლისთვის, იმიტომ, რომ ყოველთვის გამარჯვებულები გამოვდიოდით და ამ ბრძოლაშიც გამარჯვებულები გამოვალთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილოვა.

„ღირსეული სიცოცხლისათვის და მოწამეობრივი სიკვდილისთვის არჩილ ტატუნაშვილს ღირსების ორდენით ვაჯილდოვებ“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

წყარო: 1tv

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ჩვენ ცილს გვწამედნენ მუდამ რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც არ გავაკეთეთ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ …