მთავარი / მთავარი მოვლენები / გარდაიცვალა კინორეჟისორი გიორგი დანელია

გარდაიცვალა კინორეჟისორი გიორგი დანელია

88 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად კინორეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა.

გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს თბილსში დაიბადა. დახლოებით ერთი წლის შემდეგ კი, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. გასული საუკუნის  50-იან წლებში მან მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი დაამთავრა და არქიტექტორად მუშაობდა.

1959 წელს,  უმაღლესი სარეჟისორო კურსები გავლის შემდეგ კინოსტუდიაში დამდგმელ რეჟისორად დაიწყო მუშაობა. კინომოღვაწეობა კი, 1960 წლიდან დაიწყო.

დანელიას ცნობილ ნამუშევართა შორის არის კონოფილმები – „მიმინო“, „აფონია“, „შემოდგომის მარათონი“, „პასპორტი“ და სხვა.

რეჟისორი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.  თებერვლის ბოლოს ის მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს.

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან. როგორც სტუდენტმა ქეთევან კოკაიამ განაცხადა, მათი შეკრების …