მთავარი / საქართველო / განათლება / განათლების სამინისტრო: ვაშლების დარიგების პროექტს, შესაძლოა, ატამიც დაემატოს
განათლების სამინისტრო: ვაშლების დარიგების პროექტს, შესაძლოა, ატამიც დაემატოს

განათლების სამინისტრო: ვაშლების დარიგების პროექტს, შესაძლოა, ატამიც დაემატოს

როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც თბილისის ათ დიდკონტინგენტიან სკოლაში ვაშლის დარიგებას გულისხმობს.

მინისტრის განცხადებით, ვაშლების დარიგება სკოლებში ოქტომბრიდან, კვირაში ერთხელ მოხდება. ქვეპროგრამის ფარგლებში 260 000ერთეული ვაშლის შესყიდვის მიზნით ტენდერიც გამოცხადდა. 10 სკოლის ვაშლით მომარაგებისთვის სამინისტრო 78 000 ლარს გადაიხდის. როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, ტენდერში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება ჯერ არ დასრულებულა, იგი დღეს, 21 სექტემბერს გაიხსნება და ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

სკოლაში ვაშლების დარიგების შესახებ EDU.ARIS.GE-ს დამატებით კითხვებს პროგრამის კოორდინატორმა მაია მუშკუდიანმა უპასუხა:

-ტენდერი გაიხსნება 21 სექტემბერს. ინფორმაცია საჯაროა და ტენდერის პირობების ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. განაცხადების რაოდენობა დასრულების შემდეგ გაირკვევა.

-რა კრიტერიუმით შეირჩა სკოლები სადაც ვაშლი დარიგდება და რატომ მხოლოდ 10 სკოლაში?

-თბილისის  თითო უბნიდან 2 ყველაზე მრავალრიცხოვანი სკოლა შევარჩიეთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ბავშვს მივაწოდოთ ინფორმაცია და მეტი უზრუნველვყოთ ჯანსაღი საკვებით.

-მოსალოდნელია, რომ ასეთი სკოლების რიცხვი გაიზარდოს?

-ეს საცდელი პროგრამაა და დამუშავების პროცესშია. შეიძლება პროექტი სხვა სკოლებშიც განვახორციელოთ ან შეიძლება, მას სხვა კომპონენტები დაემატოს. ეს შეიძლება ვაშლი იყოს, შეიძლება – ატამი. პროექტი ისეთ სახეს მიიღებს, როგორიც უკეთესი იქნება მოზარდებისთვის.

-სად განთავსედება ვაშლები და ეყოლება თუ არა მას მეთვალყურე?

-ვაშლები სკოლის დერეფანში, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსდება. სკოლის ადმინისტრაცია და მანდატური გააკონტროლებს, რომ ყველას შეხვდეს ხილი. დღის განმავლობაში თითო ბავშვზე თითო ვაშლია გათვლილი.

-როდის შეეძლებათ ბავშვებს ხილის მირთმევა? დასვენების გარდა გაკვეთილზეც ხომ არ ექნებათ ამის უფლება, როგორც ეს აშშ-ის ბევრ სასწავლებელშია?

კითხვის გაგრძელება

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ …