მთავარი / საქართველო / განათლება / განათლების მინისტრად, სავარაუდოდ, მარიამ ჯაში დაინიშნება
განათლების მინისტრად, სავარაუდოდ, მარიამ ჯაში დაინიშნება

განათლების მინისტრად, სავარაუდოდ, მარიამ ჯაში დაინიშნება

განათლების მინისტრი უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, პარლამენტარი მარიამ ჯაში გახდება.

ამის შესახებ ინფორმაციას “ნიუპრეს”-ი ავრცელებს.

“ჩემთვის ეს ინფორმაცია უცნობია და შესაბამისად ვერ დაგიდასტურებთ, რადგან განსაკუთრებით კარგი თანამშრომლობა გვაქვს პარლამენტის კომიტეტსა და განათლების სამინისტროს შორის ბატონი სანდრო ჯეჯელავას ხელმძღვანელობით. აქვე, ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ განცხადებამდე და მმართველი გუნდის უმრავლესობის ფორმატში ცვლილებების შეჯერებამდე ნაადრევია შეფასებები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით”, – განუცხადა მარიამ ჯაშმა “ნიუპრესს”.

მარიამ ჯაში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ხვალ თანამდებობას დატოვებს.

შემთხვევითი სიახლე

67 342 მასწავლებლიდან უმაღლეს კატეგორიაში მხოლოდ 9 შედის

67 342 მასწავლებლიდან უმაღლეს კატეგორიაში მხოლოდ 9 შედის

საქართველოში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს. მასწავლებელთა …