მთავარი / მსოფლიო / ფრენამდე, ბარგთან ერთად, მგზავრის აწონვაც იგეგმება
ფრენამდე, ბარგთან ერთად, მგზავრის აწონვაც იგეგმება

ფრენამდე, ბარგთან ერთად, მგზავრის აწონვაც იგეგმება

შესაძლოა, ავიაკომპანიებმა ჩასხდომამდე მგზავრების აწონვა დაიწყონ.

ინიციატივით ბრიტანული სტარტაპ კომპანია Fuel Matrix-ი გამოდის, რომელმაც დიდი ბრიტანეთის აეროპორტებთან, მგზავრების აწონვის პრაქტიკის დასანერგად, მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

როგორც გამოცემა Lonely Planet-ი იუწყება, ინიციატივის მიზანი ავიაგადამზიდავის ხარჯების შემცირებისთვის ხელშეწყობაა.

სტარტაპ კომპანია Fuel Matrix-ის დირექტორის როი ფუსკონეს თქმით, რაც უფრო მძიმეა საჰაერო ხომალდი ფრენისათვის, უფრო მეტი საწვავია საჭირო. ამიტომ, ავიაკომპანიებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რა მოცულობით ტვირთს გადაზიდავენ, რათა საავიაციო ნავთის ხარჯი გათვალონ. როი ფუსკონეს განმარტებითვე, ეს ეხება როგორც ტვირთს, ასევე მგზავრის წონას.

წყარო: ფორტუნა

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მიგრანტების დანაშაულებიდან, 2017 წელს საქართველოს მოქალქეებზე მხოლოდ 2,1 % მოდიოდა

გერმანიაში მიგრანტების დანაშაულებიდან, 2017 წელს საქართველოს მოქალქეებზე მხოლოდ 2,1 % მოდიოდა

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინების გაქურდვის შემთხვევების შემცირება საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავების გზით მოხერხდა. ამის …