მთავარი / მთავარი მოვლენები / “ფილიპ მორისი” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
“ფილიპ მორისი” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

“ფილიპ მორისი” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ფილიპ მორისი” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

“2018 წლის 30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი ბ-ნი გიორგი ბახტურიძე, რომელმაც განცხადა, რომ ფილიპ მორისი „ლობირებდა მარიხუანას ლეგალიზაციას საქართველოში.“

აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. ფილიპ მორისს არასდროს მიუღია მონაწილეობა საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებულ განხილვებში. გავრცელებული სპეკულაციების საპირისპიროდ, გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ფილიპ მორისი არასდროს ყოფილა ჩართული მარიხუანას წარმოებასა და/ან დისტრიბუციასთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობაში. უფრო მეტიც, ფილიპ მორისი არც მომავალში გეგმავს აღნიშნულ ბიზნესში ჩართვას, როგორც ეს საჯაროდ განაცხადა ფილიპ მორის ინთერნეიშენალის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ბ-ნმა ლუის კამილერიმ, 2018 წლის 9 მაისის ყოველწლიურ პარტნიორთა საერთო კრებაზე.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ ბ-ნი ბახტურიძის ცილისმწამებლური განცხადებით და ვიტოვებთ უფლებას მივმართოთ საჭირო სამართლებრივ ზომებს კომპანიის რეპუტაციის დაცვის მიზნით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ვახტანგ კიკაბიძე: სალომე ზურაბიშვილი რუსეთის კადრია

ვახტანგ კიკაბიძე: სალომე ზურაბიშვილი რუსეთის კადრია

ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი საკმაოდ მწვავეა, როგორც ხელისუფლების, ასევე “ნაციონალური …