მთავარი / კულტურა / ევროვიზიის ქართველი მონაწილეების კლიპის პრემიერა – „ირიაოს“ „შენი გულისთვის“

ევროვიზიის ქართველი მონაწილეების კლიპის პრემიერა – „ირიაოს“ „შენი გულისთვის“

პირველი არხის ეთერში ევროვიზიის ქართველი მონაწილეების, ჯგუფ „ირიაოს“ საკონკურსო სიმღერისა და კლიპის პრემიერა შედგა.

საქართველოს ევროკონკურსზე  ჯაზბენდი „ირიაო“ სიმღერით – „შენი გულისთვის“ 10 მაისს წარადგენს. სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი, ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

ვიდეოკლიპის გადასაღებ მოედნად რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა საგურამოში, ისტორიული ლოკაცია – პირველი კოსმოსური ობიექტი შეარჩია. კლიპის დიზაინერი მეგი გაბუნიაა. კლიპში „ირიაოს“ წევრებთან ერთად, ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებიც მონაწილეობენ.

კლიპი ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზეც აიტვირთება.

შემთხვევითი სიახლე

თბილისი მსოფლიოში აღიარებული ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის მასპინძლობისთვის ემზადება

თბილისი მსოფლიოში აღიარებული ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის მასპინძლობისთვის ემზადება

თბილისი მსოფლიოში აღიარებული კიდევ ერთი მუსიკოსის მასპინძლობისთვის ემზადება. 31 ოქტომბერს და 3 ნოემბერს საქართველოში კონცერტებს …