მთავარი / მთავარი მოვლენები / ევროდირექტივა ქართულად – რა შეზღუდვები დავუწესეთ თამბაქოს ინდუსტრიას
სად არ იკრძალება თამბაქოს მოწევა პირველი მაისიდან

ევროდირექტივა ქართულად – რა შეზღუდვები დავუწესეთ თამბაქოს ინდუსტრიას

2018 წლის 1 მაისის საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, რომელმაც თამბაქოს წარმოებას, ვაჭრობას, მოხმარებასა და რეკლამირებას ახალი რეგულაციები დაუწესა და მისი დარღვევისთვის სპეციალური სანქციებიც გაწერა.

რას ველოდით და რა შედეგები მოიტანმა კანონმა, რომელიც სპეციალისტთა დიდი ნაწილის მოსაზრებით, აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო და საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა და უქმნის ბიზნესს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ჯერ კიდევ აგვისტოში ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს  კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ არღვევს თამბაქოს პროდუქციის შესახებ ევროდირექტივის 39-დან 36 (ალბათ) მუხლს და აუცილებელია, რომ შესაბამისი აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურები დაინტერესდნენ კანონში არსებული ხარვეზებით.

სპეციალისტების შეფასებით, კანონპროექტი რომ ბევრ ხარვეზს მოიცავს, რაც კანონის ამოქმედებიდან ძალიან მალე დადასტურდა და შესაბამისად, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტმა ახალ კანონში ახალი ცვლილებებიც სახელდახელოდ მოამზადა. ამ „ხარვეზებმა“სერიოზული პრობლემები შექმნა კერძო სექტორში. მაგალითად, ერთ-ერთ პრობლემად სახელდება კანონის მე-10 მუხლის „ე“ პუნქტი,  რომელიც კაზინოების გარდა ყველა სათამაშო ობიექტში სიგარეტის მოხმარებას კრძალავს, აღნიშნული ცვლილება არათანაბარ პირობებში აყენებს ბიზნესს. პრობლემები ასევე შეექმნა სიგარისა და ჩილიმ ბარებს, რომლებიც ფაქტობრივად გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ.

კანონის მნიშვნელოვან ხარვეზად დასახელდა სანქციები, რომლებიც სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მთელ პერიმეტრზე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაწესება და ითვალისწინებს თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული დაწესებულებებისთვის ლიცენზიის გაუუქმებას. სპეციალისტების განმარტებით, ამ რეგულაციის აღსრულება ფაქტობრივად შეუძლებელია, ამ შეზღუდვამ შესაძლოა ასეთ დაწესებულებებში დასაქმებულებს ადრე თუ ეზოებში ეწეოდენენ, ახლა უკვე კაბინეტებში „ჩუმად მოწევისკენ“ უბიძგა, რამდენადაც ამ დაწებულებების ეზოები საკმაოდ დიდია და ამ ტერიტორიის მიღმა მოსაწევად გასვლა ფაქტობრივად შეუძლებელია.

თამბაქოს კონტროლის კანონის განმარტებით ბარათში ნახსენები იყო, რომ ცვლილებები ევროკავშირის დირექტივებთან არის შესაბამისობაში, თუმცა არ არის მითითებული უშუალოდ რომელი ევროდირექტივებია ამ კანონის მიღების მიზეზი. მეტიც, აღმოჩნდა რომ თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ მომზადებული და გუგული მაღრაძის ინიციატივით პარლამენტში შესული საკანონმდებლო პაკეტი ზოგიერთი მიმართულებით ევროკავშირის დირექტივებთან აცდენაშია.

მაგალითად, ევროდირექტივა ცალკე გამოყოფს ელექტროსიგარეტებს და მათთვის შესაბამის მოთხოვნებს აწესებს. მაშინ როცა, ქართულ კანონმდებლობაში საერთოდ არ არის განმარტებული თუ რას წარმოადგენს ელექტროსიგარეტი, მეტიც ის რეგულირდება როგორც თამბაქოს პროდუქტი, ეს კი მაშინ, როდესაც ელექტროსიგარეტი თამბაქოს საერთოდ არ შეიცავს.

სპეციალისტების შეფასებით, დიდი ალბათობით ახალი რეგულაციები მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის სარეკლამო ბიზნესსაც. როგორც ვარაუდობენ, ყველაზე მეტად ცვლილება გარე რეკლამების სექტორს აზარალებს. სხვადასხვა გათვლებით, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების აკრძალვა ამ ბაზარს 30-35%-ით შეამცირებს.

არსებობს მოსაზრება, რომ ახალი რეგულაციები ვერც მთავარი მიზნის, თამბაქოს მოხმარების შემცირებას შეუწყობს ხელს. როგორც ირკვევა და ამას ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევა, თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად მცირდება. დღეისათვის თამბაქოს ნაწარმს მოსახლეობის 28% მოიხმარს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი 26 ან 27%-მდე შემცირდება. თუმცა სპეციალისტებს უჭირთ იმის განსაზღვრა, რამდენი იქნება აქ ახალი რეგულაციების ხვედრითი წილი.

ფაქტი ისაა, რომ 2000 წელთან შედარებით თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში 2%-ით შემცირდა. მსავსი ტენდენცია შეიმჩნევა ევროკავშირის ქვეყნებშიც. რა განაპირობებს მწეველთა რიცხვის შემცირებას სპეციალისტებს ამის ზუსტი განსაზღვრა უჭირთ. ასე რომ რა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი იმ კანონის მიღება, რომელიც არც ევროსტანდარტებს შეესაბამება და ამავდროულად  ბიზნესაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ძნელი სათქმელია. სპეციალისტების დიდი ნაწილის შეფასებით, კანონი რომელიც მხოლოდ ექვსი თვეა რაც მოქმედებს უკვე ცვლილებეს საჭიროებს, არასერიოზულობაზე მეტყველებს.

გარდა ამისა, ევროდირექტივა, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად ასახელებს ქვეყანაში დადგენილი აქციზის განაკვეთის მეზობელ ქვეყნებში არსებულ განაკვეთთან დაახლოებას ან/და თანხვედრას. შეგახსნებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტები მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დიდი ძალისხმევა ესაჭიროება ზემო აღნიშული გამოწვევის დასაძლევად.

შემთხვევითი სიახლე

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს. „2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი …