მთავარი / მთავარი მოვლენები / ერთ ღამეში მომხდარი 3 კრიმინალური შემთხვევა თბილისში

ერთ ღამეში მომხდარი 3 კრიმინალური შემთხვევა თბილისში

პოლიცია ერთ ღამეში, დიდუბის რაიონში მომხდარ 3 თავდასხმას იძიებს. აფთიაქი, ბენზინგასამართი სადგური და ღვინის მაღაზია – ორი ყაჩაღური თავდასხმის დროს დიდი რაოდენობით თანხაა წაღებული.

ღვინის მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე კი, მტკიცებულების მიუხედავად, ქვეყანაში მოქმედი არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით, 14 წლამდე მოზარდების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ ხორციელდება.

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ღამის 4 საათზე მომხდარ ქურდობას ჩუღურეთის პოლიცია იძიებს. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ქურდობაში მონაწილე მოზარდების დაკავება ისევ იმ მიზეზით, ქვეყანაში მოქმედი არასრულწლოვანთა კოდექსის გამო ვერ მოხერხდება.

არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით, 14 წლამდე მოზარდების წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლებრივად დევნას ვერ აწარმოებს. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში წუხელ მომხდარ კიდევ 2 დანაშაულს იძიებენ. ცეცხლსასროლი იარაღით შეირაღებული ახალგაზრდა მამაკაცი აღმაშენებლის ხეივანში, ერთ-ერთ ბენზინ გასამართ სადგურს თავს დაესხა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 2000 ლარზე მეტის წაღება მოახერხა.

ასევე, გუშინ ღამით ცივი იარაღით შეირაღებული მამაკაცი წერეთლის გამზირზე მდებარე GPC-ის აფთიაქში შევიდა და დანის მუქარით ნავაჭრის წაღება შეძლო. სამართალდამცავებს ამ დრომდე არცერთი თავდამსხმელი არ ჰყავთ დაკავებული.

წყარო: რუსთავი 2 | ავტორი: დავით ქაშიაშვილი

შემთხვევითი სიახლე

სალომე ზურაბიშვილი ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვას პასუხობს

პასუხი პუტინს ასეთია: ტურისტებმა უნდა განაგრძონ ჩამოსვლა, რადგან უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემები, …