მთავარი / საქართველო / ემზარ კვიციანი: საქართველოში ქვა მაღლა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება
ემზარ კვიციანი: საქართველოში ქვა მაღლა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება

ემზარ კვიციანი: საქართველოში ქვა მაღლა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება

მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერება რომ დავინახოთ, მისი წარსული უნდა ვიცოდეთ. თუ მომავალი გვაინტერესებს, მაშინ ლელა კაკულიას ტესტი უნდა გაიარონ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიას ავტორობით მომზადებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. კვიციანის თქმით, კანონპროექტი, მისი აზრით, არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან.

„მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც გამოვიარე რეპრესიები სწორედ ამ მოსამართლეების ხელში. ბუნებრივია, რომ მაქვს პროტესტი ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით. საქართველოში მაღლა ქვა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება. კეთილსინდისიერი იურისტები არიან მოსაძებნი იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ. მოდი ყველამ ერთად დავუსვათ წერტილი ამ უსამართლობას, რომელიც დღემდე გრძელდება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ კეთილსინდისიერების განსაზღვრისთვის საჭიროა მოასამართლეობის კანდიდატების წარსული საქმიანობა ცნობილი იყოს.

„აუცილებელია მოსამართლეებმა გაიარონ ფილტრი. სწორედ ის ფილტრი, რომელსაც ეკა ბესელია გვთავაზობს. კეთილსინდისიერების გარეშე მოსამართლე არ შეიძლება რომ დაინიშნოს. ამ კეთილსინდისიერებას კი რითი ვხვდებით? წარსული უნდა ვიცოდეთ მისი. თუ მომავალზეა საუბარი, მაშინ ლელა კაკულიას ტესტი უნდა გაიარონ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

შემთხვევითი სიახლე

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი, გასული …