მთავარი / მთავარი მოვლენები / ე.წ. აფხაზური მხარე ნათია თურნავას პასუხობს
ე.წ. აფხაზური მხარე ნათია თურნავას პასუხობს

ე.წ. აფხაზური მხარე ნათია თურნავას პასუხობს

ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრეს-სამსახური საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას პასუხობს. საუბარია, ენგურჰესის შემადგენლობაში შემავალი ვარდნილ ჰესის რემონტის დაწყებაზე.

„13 მაისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სარემონტო სამუშაოები ვარდნილჰესზე, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

მართლაც, ოთხი ჰესიდან  მხოლოდ ერთი  ფუნქციონირებს. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ მთელი კომპლექსი აღდგენას და მოდერნიზებას საჭიროებს. თუმცა, გვსურს შევახსენოთ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს – ენგურჰესის ექსპლუატაცია ხდება ერთობლივად, ქართული და აფხაზური მხარეების მიერ. ნებისმიერი ობიექტის შეკეთება შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში, რომლის იურისდიქციაშიც  არის ობიექტი.

ამ ეტაპზე  არავითარი შეთანხმება მინისტრის მიერ გამოცხადებული სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ამავე დროს, დაუშვებლად მიგვაჩნია ამ თემისპოლიტიკური მიზნებით  გამოყენება  და ამ პოზიციას მკაცრად ვიცავთ,“ – ნათქვამია „ჩერნომორენერგო“-ს განცხადებაში.

წყარო: კომერსანტი

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან. როგორც სტუდენტმა ქეთევან კოკაიამ განაცხადა, მათი შეკრების …