მთავარი / მთავარი მოვლენები / დისკრიმინაციის დავაში BP მოსამართლემ მთავარ მოპასუხედ დატოვა

დისკრიმინაციის დავაში BP მოსამართლემ მთავარ მოპასუხედ დატოვა

სამოქალაქო საქმეში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დაცვის ქვეშ მყოფი მოსარჩელე და მოპასუხე BP, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა, არ შეწყვიტოს საქმისწარმოება არც BP ლონდონის და არც მისი საქართველოს ფილიალის წინააღმდეგ. მიუხედავად კომპანია BP-ის ოთხი მცდელობისა, მოსამართელ ასმათ კოხერიძემ დაადგინა, რომ BP არის დავის ერთ-ერთი მთავარი მოპასუხე მხარე, რომელმაც არსებითად უნდა გასცეს პასუხი სარჩელს. მოსამართლის ეს უმნიშვნელოვანესი დადებითი გადაწყვეტილება არის პასუხი BP-ს მიერ არაერთხელ გაკეთებულ კომენტარზე თითქოს აღნიშნული დავა მათ არ ეხებათ და მოპასუხე არის მხოლოდ მათი დასაქმების სააგენტო. დღეის მდგომარეობით სასამართლო განიხილავს დავას, სადაც მოსამართლის საოქმო განჩინებით დისკრიმინაციის ნაწილში მთავარ მოპასუხედ რჩება, როგორც BP-ს სათაო ოფისი ასევე მისი საქართველოს ფილიალი.

თბილისი საქალაქო სასამართლო იხილავს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დაცვის ქვეშ მყოფი მოსარჩელის, ვახტანგ პირმისაშვილის, შრომით სამართლებრივ დავას და მოპასუხეების ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის, მისი საქართველოს თბილისის ფილიალის და შპს „დასაქმების სააგენტო ეიჩარი“-ს წინააღმდეგ. აღნიშნული დავა წარმოებაშია 2016 წლის ივნისიდან, მას შედგენ რაც პრიველადი პროფკავშირის „Pipeline Union”-ის თავმჯდომარის მოადგილე და BP საქართველოს მშენბლობის მენეჯერი ვახტანგ პირმისაშვილი განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანმდებობიდან სავარადუდოდ პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე.

სასამართლოს გადატვირთულობის გამო, საქმეზე N 2/18610-16 ზეპირი მოსმენა დაიწყო 2018 წლის მარტის თვის ბოლოდან. მიუხედავად იმისა, რომ დავის ყველა მონაწილე მხარე ითხოვდა მოსამზადებელი სხდომის ჩანიშვნას მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ, ერთპიროვნულად გადაწყვიტა ყოველგვარი მომზადების გარეშე დაენიშნა მთავარი სხდომა. განჩინებაში ვკითხულობთ:

„სასამართლო გაეცნო სარჩელს, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მასალები საკმარისია, რათა მოცემული საქმე ჩაითვალოს მომზადებულად. გამომდინარე აღნიშნულიდან, საქმის არსებითად განსახილველად უნდა დაინიშნოს სასამართლოს მთავარი სხდომა“.

თითქოს მთავარის სხდომის დანიშვნა ერთ შეხედვით, სასამართლო პროცესის დასაჩქარებლად და სამართლიანობის დროულად აღსადგენად ყველასთვის მისაღები გარემოება უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც მოსარჩელე ასევე მოპასუხეები აღმოჩნდნენ მდგომარეობაში, როცა რეალურად არ იყვნენ მომზადებული და არ ქონდა ყველა საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები წარდგენილი სასამართლოში. აღნიშნულის მიზეზი იყო ერთის მხრივ ის გარემოება, რომ სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ 2 წლის განმავლობაში ორივე მხარეს დაუგროვდათ დამატბით ახლი მტკიცებულებები და მეორეს მხრივ, მხარეთა თანხმობით საქმე გადაცემული იყო სასამართლო მედიაციაზე, რომელიც გრძლედებოდა 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის იანვრის ბოლომდე. მედიაციის წარმოების პროცესში კი ყველა მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას ემუშავათ სარჩელის მასალებზე და წარედგინათ ახალი მტკიცებულებები სასამართლოში. მედიაციის უშედეგოდ დასრულებიდან 10 დღეში, სასამართლოს მთავარი სხდომის ჩანივნამ შექმნა ახალი მტკიცებულებების წარდგენის და საქმეზე დართვის პრობლემა. მოსარჩელე მხარემ 2-ჯერ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით დაებრუნებინა საქმე მოსამზადებელ ეტაპზე თუმცა უშედეგოდ, მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ არც ერთი მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

2018 წლის 20 მარტს შედგა ე.წ. „მთავარი სხდომა“ თუმცა მიუხედავად მოსამართლის მოსაზრებისა თითქოს საქმე იყო მომზადებული, თავად მოსამართლემ დააყენა ისეთი, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე განსახილველი გარემოება, როგორიცა სათანადო მოპასუხეების და მოთხოვნების საკითხი. იურისპრუდენციაში გაუცნობიერებელი ადამიანისთვისაც კი ადვილად მისახვედრია, რომ თუ მოსამართლე, რომლის წარმოებაშიც არის საქმე თითქმის ორი წლის განმავლობაში, საქმეს თვლის მომზადებულად და თავად პირველივე ზეპირ მოსმენაზე უჩნდება კითხვა, უბრალო ენით რომ ვთქვათ „ვინ ვის უჩივის და რას ითხოვს გაუგებარიაო“, უკვე იწვევს უამრავ კითხვებს საქმის მომზადებასთან და მთავრი სხდომის ჩანიშვნის საჭიროებასთან დაკავშირებით.

მიუხედავად, მოსამართლის მიერ ხელოვნურად წარმოშობილი დაბრკოლებებისა, მოსარჩელე მხარემ მაინც წარადგინა 48 შუამდგლომლობა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ახალი მტკიცებულების დართვის და გამოთხოვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე კანონით იძულებული აღმოჩნდა გვერდი არ აევლო აღნიშნული მტკიცებულებების განხილვისთვის, მოსარჩელე მაინც აღმოჩნდა ისეთ არათანაბარ პირობებში, როცა ყველა მტკიცებულების შეფასება მოხდებოდა დეტალურად და მხოლოდ მოპასუხეების და მოსამართლის თანხმობით მტკიცებულება დაერთვებოდა საქმეს. იურისტებისთვის ადვილი წარმოსადგენია, თუ რა დიდ დროსა და რესურსებს მოითხოვს მთავარ სხდომაზე შუამდგომლობით წარდგენილი მტკიცებულებების სათითაოდ და სათანადოდ განხილვა. განსაკუთრებით კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა მოსარჩელის და მისი ერთი ქალბატონი წარმომადგენლის წინააღმდეგ არის სამი მოპასუხის, საქართველოში ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის იურისტებით დაკომბლექტებული წარმომადგენელთა 5 კაციანი გუნდი, რომელებიც დროს და რესურს არ იშურებდნენ თითოეული მტკიცებულების დართვაზე არაერთი, ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელი, არგუმენტაციის და მოსაზრების გამოთქმაზე. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს მოსამართლეც, რომელიც ძალაუნებურად დაინტერესებულია მოპასუხის მხარე დაიჭიროს, რათა გაამართლოს თავისი უკვე მიღებული გადაწყვეტილება, იმის შესახებ რომ წარმოდგენილი მასალები საკმარისია და ახლის დართვის საჭიროება არ არსებობს. აღნიშნულმა საფუძვლიანი ეჭვის ვარაუდი გააჩინა შეჯიბრებადობის პრინციპზე დაფუძნებული სამოქალაქო სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რისი მთავარი გარანტიც თავდ მოსამართლე უნდა იყო.

შუამდგომლობების განხილვის ეტაპმა წაიღო 9 სასამართლო ზეპირი მოსმენა და 18 საათზე მეტი მუშაობის დრო. ამ მრავალსაათიანი და ხელოვნურად გაჭიანურებული პროცესის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ მოსამართლე თავიდანვე, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად არ დაადგენდა სასამართლოს მთავარი სხდომის ჩანიშვნას ან მოგვიანებით გაიზიარებდა და დააკმაყოფილებდა მოსარჩლეის ერთ-ერთ შუამდგომლობას მაინც, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე დაბრუნების შესახებ. მარტივად, რომ ავხსნათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი მიხედვით მოსამზადებელ ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვა მოხდებოდა განუხილვევლად და ტექნიკურად 48 საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების საქმეზე დართვას დასჭირდებოდა 1 საათიანი ზეპირ მოსმენა 18 დახარჯული საათის მაგივრად. ნეთელია, რა დრო და ენერგია იკარგება, როცა ამ ყველაფრის მარტივად მოგვარება შეიძლებოდა.

ამ დროისათვის შუამდგომლობების განხილვის ეტაპი დასრულებული არ არის, რადგან სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია მოსარჩელის და მოპახუეების მიერ დაყენებულ არა ერთ შუამდგომლობაზე, სასამართლოს წესით მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ. რთულად გამოსაცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, საქმისთვის ისეთი არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტების, როგოსიცაა BP-ს და დასაქმების სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულება და შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი დოკუმენტების შინა განაწესი და ქცევის კოდექსის სასამართლო წესით გამოთხოვაზე მოპასუხისგან. მოსარჩელეს ქონდა მცდელობა საქმეზე დართულიყო მის მიერ თარგმნილი ქცევის კოდექსი და კომპანია BP წესდება, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგლომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნული დოკუმენტები არ დაურთო საქმეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს შრომითი დავა ისე არ დასრულდება, რომ საქმეზე არ იყოს დართული ისეთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, როგორიცაა ხელშეკურლება, შრომის შინა განაწესი, ქცევის კოდექსი და კომპანიის წესდება.

სასამართლოს პროცესის ობიექტური შეფასებისთვის მკითხველს მოვახსენებთ პროცესის დადებით მხარეებზეც, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს საბოლოო შედეგის დადგომისთვის. მოპასუხე კომპანია BP-მ (ჩვენ შეგნებულად ვუთითებთ მხოლოდ კომპანია BP-ს, რომელშიც ვგულისხმობთ დავაში მონაწილე ორივე მხარეს, როგორც ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედს – ლონდონის სათაო ოფისს, ასევე ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს, თბილისის ფილიალს) ჯერ კიდევ შესაგებლის წარდგენისას დააყენა პირველი შუამდგომლობა, დავის საგნის არ არსებობის გამო, BP საქართველოს მიმართ საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. მოგვიანებით ხელახლა წარადგინა შუამდგომლობა, როგორც BP საქართველოს ასევე BP ლონდონის არასათანადო მოპასუხედ ცნობის შესახებ. დაზუსტებული სარჩელით კიდევ 2-ჯერ მოითხოვა BP ლონდონის მიმართ საქმისწარმოების შეწყვეტა.

მიუხედავად კომპანია BP-ის ოთხი მცდელობისა, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა, არ შეწყვიტოს საქმისწარმოება არც BP ლონდონის და არც მისი საქართველოს ფილიალის მიმართ, რადგან ჩათვალა, რომ ორივე მოპასუხემ არსებითად უნდა გასცეს პასუხი სარჩელს. მოსამართლის ეს უმნიშვნელოვანესი დადებითი გადაწყვეტილება იყო პასუხი BP-ს მიერ არაერთხელ გაკეთებულ კომენტარზე თითქოს აღნიშნული დავა მათ არ ეხებოდათ და მოპასუხე იყო მხოლოდ მათი დასაქმების სააგენტო. დღეის მდგომარეობით სასამართლო განიხილავს საქმეს, სადაც მოსამართლის საოქმო განჩინებით დისკრიმინაციის ნაწილში მთავარ მოპასუხედ რჩება როგორც BP-ს სათაო ოფისი ასევე მისი საქართველოს ფილიალი.

პროფკავშირული აქტივობა და სოციალურ-შრომითი უფლებების ბრძოლა ყოველთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. აღნიშნული დავის საგანი პრეცენდენტულია და მისი სამართლიანად და წარმატებით დასრულება მნიშვნელოვან და სასარგებლო პრეცენდენტს შექმნის პროფკავშირული უფლებების დაცვის თვალსაზრისით და აჩვენებს სოციალური და შრომითი ინტერესებისთვის ბოლომდე ბრძოლის საზრისსა და აუცილებლობას.

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან. როგორც სტუდენტმა ქეთევან კოკაიამ განაცხადა, მათი შეკრების …