მთავარი / თბილისი / მერია / დიდუბის ხიდიდან „სამთო ქიმიის” შენობის მიმართულებით ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება
დიდუბის ხიდიდან „სამთო ქიმიის” შენობის მიმართულებით ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება

დიდუბის ხიდიდან „სამთო ქიმიის” შენობის მიმართულებით ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური აკაკი წერეთლის გამზირზე დიდუბის ხიდიდან „სამთო ქიმიის” შენობის მიმართულებით ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ, დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერშია აღნიშნული.

მერიამ, ტენდერი თბილისში, ტრანსპორტის ქუჩაზე ქვეითთა მიწისწვეშა გადასასვლელის მოწყობის სამუშოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 26 მარტს იწყება და 29 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 50 976 ლარია.

„საპროექტო ობიექტი უნდა მოეწყოს დიდუბის რაიონში ტრანსპორტის ქუჩაზე, რომელიც მდებარეობს მეტროს სადგურ „დიდუბე”-ს წინამდებარე ტერიტორიაზე. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური აკაკი წერეთლის გამზირზე შალიკაშვილის ხიდიდან (ყოფ. დიდუბის ხიდი) „სამთო ქიმიის” შენობის მიმართულებით ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას გეგმავს. საწინააღმდეგო მხრიდან სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს მეტროსადგურ „დიდუბე”-ს წინამდებარე მოედანზე სავაჭრო ჯიხურებსა და ავტოსადგომს შორის არსებულ ტერიტორიაზე (ტრანსპორტის ქუჩაზე), სადაც პიკის საათებში გადაადგილდება ქვეითად მოსიარულეთა გაჯერებული ნაკადი (2500-3000 ქვეითი საათში). სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადების გამიჯვნის მიზნით საჭიროა მათი ურთიერთგადაკვეთის ადგილზე ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა. სადაც გადასასვლელის საორიენტაციო სიგრძე იქნება 13,2 მ. (დაზუსტდეს პროექტირებისას), ხოლო სიგანე 4,5 მ (იხილეთ სქემა),”- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

წყარო: bpn

შემთხვევითი სიახლე

22 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

22 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილისიმარათონი 2017”-თან დაკავშირებით, 22 ოქტომბერს 08:00-დან 11:30-მდე ტრანსპორტის მოძრაობა შემდეგ ქუჩებზე შეიზღუდება: გორგასლის ქუჩაზე …