მთავარი / მთავარი მოვლენები / დიდუბეში თანადაფინანსებული პროექტები 65 მისამართზე მიმდინარეობს
დიდუბეში თანადაფინანსებული პროექტები 65 მისამართზე მიმდინარეობს

დიდუბეში თანადაფინანსებული პროექტები 65 მისამართზე მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის სამუშაოები 65 ობიექტზე მიმდინარეობს, რისთვისაც დიდუბის რაიონის გამგეობიდან 794 338 ლარია გამოყოფილი.

მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 11 ობიექტზე წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია, 12 მისამართზე ქანობიანი და ბრტყელი სახურავების შეკეთება, ასევე, სადარბაზოების რემონტი, საერთო სარგებლობის კიბეების, ლიფტების, სადარბაზოს მეტალის კარების, შენობის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია და გამაგრება მიმდინარეობს.

დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში ამ ეტაპზე განცხადებების მიღება მიმდინარეობს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების მისაღებად, განცხადებები ყოველი თვის პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით მიიღება.

წყარო: ipress

შემთხვევითი სიახლე

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს. „2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი …