მთავარი / სპორტი / დიდი ბრიტანეთი უელსის ქომაგებს თბილისის შესახებ რჩევებს აძლევს
დიდი ბრიტანეთი უელსის ქომაგებს თბილისის შესახებ რჩევებს აძლევს

დიდი ბრიტანეთი უელსის ქომაგებს თბილისის შესახებ რჩევებს აძლევს

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ვებგვერდმა საქართველო-უელსის საფეხბურთო მატჩზე თბილისში გამომგზავრების მსურველი თანამოქალაქეებისთვის რჩევები გამოაქვეყნა.

რჩევები შეეხება როგორც თბილისის სატრანსპორტო სისტემას, ასევე მგზავრობის ტარიფებს, კრიმინალის დონეს, ფეხით სიარულთან დაკავშირებულ საფრთხეებს. ასევე დაწერილია საქართველოს შესახებ მცირედი ინფორმაცია, დიდი ბრიტანეთის საელჩოს მისამართი, საგანგებო სიტუაციების სამსახურში დასარეკი ნომერი 112, თბილისის რუკა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მოსაზრებით, საქართველოში მოგზაურობისთვის საჭირო და გასათვალისწინებელი სხვა რჩევები.

  • მოერიდეთ ღამით ქუჩაში გაჩერებული ტაქსით მგზავრობას, განსაკუთრებით თუ ქალი ხართ, რადგან ძარცვის შემთხვევები ყოფილა;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოგზაურებისთვის თბილისში გადაადგილება რთული იქნება. ტროტუარები უსწორმასწოროა და არ არის მორგებული შშმ პირებზე;
  • დანაშაულის დონე თბილისში დაბალია, თუმცა ქუჩაში დაყაჩაღების ფაქტები ხანდახან მაინც ხდება, განსაკუთრებით ღამით;
  • გზის გადაკვეთისას მუდმივად ფხიზლად იყავით. შუქნიშანზე წითელი ფერი და ზებრა გადასასვლელი არ ნიშნავს, რომ მანქანა გაჩერდება და გაგატარებთ. შესაძლებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ მიწისქვეშა გადასასვლელები;
  • თუ ტაქსს მრიცხველი არ აქვს, მძღოლს თანხაზე ჩაჯდომამდე მოელაპარაკეთ. აეროპორტიდან თბილისი ცენტრამდე ტაქსით მგზავრობა დაახლოებით 30 ლარი ღირს;
  • ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია, ძირითადად მძღოლების გიჟური მართვისა და საგზაო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო;
  • ყოველთვის ეცით პატივი ადგილობრივ ტრადიციებს, კანონებსა და რელიგიას. დაფიქრდით სანამ რამეს გააკეთებთ, რადგან თქვენს ქმედებებს, შესაძლოა, განსხვავებული კულტურისა და რელიგიის ხალხმა სხვა ინტერპრეტაცია მისცეს;
  • თბილისში არ არის საზოგადოებრივი ტუალეტები, ამიტომ საპირფარეშოს გამოსაყენებლად მიმდებარე კაფეში/ბარში შესვლა და რაიმეს შეძენა მოგიწევთ. არ მოშარდოთ ქუჩაში – ეს შეურაცხყოფაა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 6 და 9 ოქტომბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას ჩაატარებს. პირველი შეხვედრა 6 ოქტომბერს უელსის ნაკრებთან არის დანიშნული.

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …