მთავარი / თბილისი / დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სავარაუდოდ ორი ადამიანია გარდაცვლილი
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სავარაუდოდ ორი ადამიანია გარდაცვლილი
ფოტო: IPN

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სავარაუდოდ ორი ადამიანია გარდაცვლილი

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სავარაუდოდ ორი ადამიანია გარდაცვლილი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება.

როგორც კორსპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, რომლებმაც სადარბაზო დაათვალიერეს და თქვეს, რომ რამე პრობლემას ან დაზიანებას ვერ მიაკვლიეს და ტერიტორია დატოვეს.

აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. ასევე დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული. ჩანგრეულია ლიფტი. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

შემთხვევითი სიახლე

6 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ კომპანია „თელასში“ განაცხადეს. მათივე …