მთავარი / თბილისი / დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი წლის ბავშვი დაიღუპა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი წლის ბავშვი დაიღუპა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი წლის ბავშვი დაიღუპა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „იმედის კლინიკის“ ექიმმა განუცხადა.

ოთხი წლის ბავშვის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

რაც შეეხება იაშვილის კლინიკაში მყოფ პაციენტებს, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, კლინიკაში ექვსი ბავშვი რჩება, აქედან ხუთის მდგომარეობა არის მსუბუქი, ხოლო ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პაციენტი იმყოფება ღუდუშაურის კლინიკაში, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევითი სიახლე

სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი ქალი სავარაუდოდ ორი დღის გარდაცვლილია

სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი ქალი სავარაუდოდ ორი დღის გარდაცვლილია

თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მომხდარი შემთხვევის დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბინაში ნაპოვნი ასაკოვანი …