მთავარი / მთავარი მოვლენები / დღეს, თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს, თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს, თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც კომპანია „თელასში“ აცხადებენ, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი დიღმის, სოფელ დიღომში “ნატბეურების” დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის, კვანტალიანისა და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00-დან 13:00 საათამდე – სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), პეტრე სარაჯიშვილის, დიდგორის და გიორგი ჭანტურიას ქუჩების მაცხოვრებლებს; 10:30-დან 17:00 საათამდე – ვაზისუბნის III მიკრორაიონის, ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვაზის და მამისაანთუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს; 10:00-დან 16:00 საათამდე კი – დიღმის მასივის V კვარტალს; 10:00-დან 12:00 საათამდე – ალეკო გობრონიძის ქუჩას; 12:00-დან 14:00 საათამდე – კახეთი გზატკეცილის, ლილოს დასახლების, სადგური დიდი ლილოსა და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ჩვენ ცილს გვწამედნენ მუდამ რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც არ გავაკეთეთ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ …